თორნიკე ოქრიაშვილის ახალი პრობლემა - მუხლის ტრავმა

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილის პრობლემები "გენკში" არ ილევა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მან, როგორც იქნა, მოაგვარა სამშობლოსთან ნოსტალგიის პრობლემა, მაგრამ გასულ კვირაში გრიპის ვირუსმა შემოუტია. მიუხედავად ამისა, თორნიკემ "ანდერლეხტთან" თამაში შეძლო.

ახლა თორნიკეს ახალი პრობლემა აქვს - მუხლის ტრავმა, რის გამოც მან ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა "გენკთან" ერთად.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი "ლიერსთან" საგარეო მატჩში 28 თებერვალს.

"გენკი" 43 ქულით მე-7 ადგილზეა. საჩემპიონო რაუნდში ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბ-ნო ნიკოლოზ! იქნებ კონკრეტულად დაგეწერათ რა სახის ტრავმა მიიღო თორნიკემ?
გუჯა კახაძე
10:59 27-02-2015
0
მიდი თორნიკე გაგვახარე,მაგარი და ნიჭიერი ბიჭი ხარ.
გიორგი/
10:04 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული