სანდრო ნუცუბიძე: ასე გავხდი "გალათასარაის" კაპიტანი...

AutoSharing Option
ბოლო წლებში ევროპა-ამერიკაში იმდენი ჩვენებური გადაიხვეწა, მათგან ერთი კარგი ნაკრები კი ჩამოყალიბდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი სანდრო ნუცუბიძეა. 17 წლის ყმაწვილმა თავი თურქული გრანდის, "გალათასარაის" ასაკობრივი გუნდის წევრად გაგვაცნო. მას თურქეთში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"დიახ, "გალათასარაიში" მართლა ვვარჯიშობ. საქმე ისაა, რომ მშობლები საქართველოში არიან, მაგრამ დედმამიშვილები აქ ჩამოვიდნენ და რამდენიმე წელია, მეც თურქეთში ვცხოვრობ.

სამტრედიელები ვართ, მაგრამ 11 წლიდან ქობულეთში ვცხოვრობდი და იქვე ვვარჯიშობდი. ჩემი სიძე თურქია, თავადაც თამაშობდა და ორი წლის წინ გუნდში გასინჯვაზე მიმიყვანა.

სხვათა შორის,
"გალათასარაიში" უპრობლემოდ დამტოვეს", - ამბობს ნუცუბიძე.

მეტიც - ჩვენი ახალგაზრდა რესპონდენტი, თურმე, "გალათასარაის" ასაკობრივი გუნდის კაპიტანიცაა:

"გუნდში თბილად მიმიღეს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებდი. ცენტრალური თავდამსხმელი ვარ. თურქეთის ასაკობრივ ჩემპიონატში სულ მათამაშებენ. 15 მატჩში 12 გოლი გავიტანე.

უკვე ერთი წელია, რაც კაპიტნის სამკლავური გადმომცეს. ეს თავად ყოფილი კაპიტნის სურვილი იყო. ახლა ლატვიაში საერთაშორისო ტურნირზე მივემგზავრებით".

სანდრო ნუცუბიძე საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს:

"ვიცი, რომ შოთა არველაძე "ქასიმფაშას" მწვრთნელია, მაგრამ ის არ მიცნობს და საქართველოში ჩემზე ინფორმაციას მისგან ვერ შეიტყობდნენ. არც საქართველოში მიცნობს ვინმე და ცხადია, ჩემით არავინ დაინტერესებულა.

თუმცა, იმედი მაქვს, გამიცნობენ და ნაკრებშიც მიმიწვევენ".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დააკვირდით უკვე რამდენი სამტრედიელი თამაშობს დიდებულად და სირცხვილია ,რომ ერთ დროს სიჭინავასა და არველაძეების კლანები კლავდნენ გუნდს .. არვიცი ამბიჭის ისტორია მართალია თუ ტყვილი მაგრამ ვიცით ნამდვილი მაგალითებიც .. გაუმარჯოს სამტრედიას და იმ მწვრთნელებს (დიმიტრი ლომსაძე ,სერგო ერქვანიძე , კახელო , ვანო ,ნიკოლოზ ჭიქაშუა) რომლებაც ეს ფეხბურთელები არზარდეს
Mkhey
22:56 03-03-2015
0
Kარგია რო გაასწრო აქდან.
ტუ არ დაინტერესდებიან აქედან,არც მაგაზე იდარდო.ნერვების მოშლის მეტს
არაფერს ნახავ.მიაწექი განვიტარდი და წარმატებებს გისურვებ.
Kakha
23:09 28-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული