რინატ ბილიალეტდინოვი: 28 თებერვალს საბა კვირკველია შეიძლება "რუბინში" აღარ იყოს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" თავკაცმა რინატ ბილიალეტდინოვმა ინტერვიუ მისცა business-gazeta.ru-ს, სადაც საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა.

- ახლა იძულებული ვარ, ველოდო, რომ უახლოეს დღეებში შეიძლება რომელიმე ფეხბურთელთან განშორება მომიწიოს. ეს ბიჭები დღეს ყაზანში არიან, მაგრამ ხვალ შეიძლება აღარც იყვნენ აქ.

- თქვენ, ალბათ, 28 თებერვალს გულისხმობთ, როცა სრულდება სატრანსფერო ფანჯარა რუსეთში...
- დიახ, მართალი ხართ. მე პირადად 27 თებერვალს ველოდები. კიდევ რამდენიმე დღე უნდა ვიყოთ ასეთ გაურკვევლობაში. შემდეგ კი რამდენიმე თვით ამოვისუნთქებ.

- თქვენ, ალბათ, პორტიაგინის
და კანუნიკოვის წასვლაზე ლაპარაკობთ...
- ოზდოევზეც, კვირკველიაზე და კამბოლოვზეც. ისინი სეზონისთვის, შესაძლოა, გუნდში აღარც იყვნენ. ეს მარტო მათი სურვილითაც კი არა, შეიძლება სიტუაციის გამოც. ფეხბურთელის კარიერა 100 წელი არ გრძელდება. არის ისეთი წინადადებები, რომლებზეც უარის თქმა არ შეიძლება.

- თქვენ ამისთვის მზად ხართ?
- სხვა რა გზა მაქვს? სჯობს, გვიხაროდეს, რომ ფეხბურთელებს ამ დონემდე გაზრდის საშუალება მივეცით და გზა დავულოცოთ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით, კვირკველიას შეძენა მოსკოვის ცსკა-ს და "დინამოს" სურთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Iნტერს უნდა ვიცი 100პროცენტიტ
Vatato
02:07 26-02-2015
0
მოსკოვის დინამოში კარგი იქნება დაახლოებით 2 წელი რომ გაჩერდეს, და 25 წლის ასაკში წავიდეს ევროპაში. რუსეთში მცველი კარგად ჩამოყალიბდება
SHUKOVANI
23:05 25-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული