ჯადოქარი "რუბინიდან" - როგორ გააბედნიერა საბა კვირკველიამ ყაზანელი ბიჭუნა

AutoSharing Option
sport.business-gazeta.ru-ზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ყაზანის "რუბინის" ქართველ მცველ საბა კვირკველიაზე, რომლის ავტორი "რუბინის" მედია-განყოფილების თანამშრომელი რუფინა ჰაზიზოვაა.

მაშ ასე, ამბავი, თუ როგორ გააბედნიერა ქართველმა ლეგიონერმა "რუბინის" პატარა გულშემატკივარი...

* * *
იყო ბედნიერი თუ შეგეძლოს გარშემომყოფების გაბედნიერება - რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ თქვენ? შესაძლოა, არც ისე რთული კითხვაა, თუმცა, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ კითხვაში იმალება ჩვენი რაობის საიდუმლო...

მე უკვე ვიცი, რა პასუხი აქვს ამ კითხვაზე ჩვენი გუნდის ქართველ ლეგიონერ საბა კვირკველიას.

6 თებერვალს საბა 23 წლის გახდა და წინასასეზონო
შეკრებაზე მან ეს თარიღი აღნიშნა კიდეც. იუბილარს კაპიტანმა და მთელმა გუნდმა მიულოცა, იყო ვეებერთელა შოკოლადის ტორტი, მან საჩუქრად მიიღო უნიკალური პორტრეტი, რომელიც ერთ ეგზემპლარად შესრულდა.

ამასობაში, თურქული ბელეკიდან შორს, ყაზანშიც ასევე აღინიშნებოდა საბა კვირკველიას იუბილე. თანაც უფრო საზეიმოდ, ვიდრე ბელეკში. ბუშტებით, პოსტერებით, პლაკატებით და რა თქმა უნდა, ტორტით, რომელსაც 23 სანთელი ამშვენებდა.

ისმის ლოგიკური კითხვა, საბა თურქეთშია, მისი ოჯახი - საქართველოში, მაშ, ვინ აღნიშნავდა მის დაბადების დღეს ყაზანში?

თავიდან, როცა კვირკველიამ გაიგო ამ ღონისძიების შესახებ, არცკი იჯერებდა.

მაშ ასე, ამ კითხვის პასუხი ამ ფოტოშია - მიაქციეთ ყურადღება ფოტოზე ყველაზე დაბალ ბიჭუნას, რომელსაც ზურგს ყველაზე მაღალი, საბა კვირკველია უმაგრებს.

გაიცანით, მას დიასი ჰქვია და 4 წლისაა, მაგრამ უკვე "რუბინის" დიდი ფანია. მამასთან ერთად "რუბინის" თამაშებზე დადის, რამდენჯერმე გუნდიც გამოიყვანა მატჩის წინ, ახლა უკვე ფეხბურთზეც დაიწყო სიარული.

პირველად დიასს სწორედ საბას გამოყვანა ერგო "სპარტაკთან" მატჩის წინ. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე! ასე დაიწყო დიასის ფანობის ისტორია. ამ მომენტიდან მას აღარ ახსოვს ჰოკეი.

Sportall.Ge

როცა დიასმა გაიგო, რომ მის საყვარელ ფეხბურთელს 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, მთელი ოჯახი შეყარა. ასე აღინიშნა საბას იუბილე ყაზანში.

როცა საბამ ამ ამბის შესახებ გუნდის ვახშამზე შეიტყო, ნომერში გაიქცა, სადაც საგულდაგულოდ შეფუთა საჩუქარი და ჩვენ გადმოგვცა დიასისთვის გადასაცემად. ჩვენ უფრო ადრე ვბრუნდებოდით ყაზანში, ვიდრე გუნდი, საბას დალოდება აღარ სურდა.

მეორე დღეს ამ ისტორიის მეორე გმირმა საჩუქარი მიიღო და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა!

Sportall.Ge

არასოდეს არ გაუშვათ ხელიდან შანსი, როცა ვინმეს გაბედნიერება შეგიძლიათ. საბა კვირკველია ზემოთ დასმულ კითხვაზე წამითაც არ დაფიქრდებოდა, რა სჯობს - ჩუქება და საჩუქრის მიღება...
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ქენი გზაზე დადე, გაიარე წინ დაგვხდება
zoro
20:22 18-02-2015
0
გაიხარე საბა.
gizog
19:34 18-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული