"ტოსნოს" თავკაცი რევიშვილზე: ნუკრი ძალიან დამაჯერებელია, მაგრამ...

AutoSharing Option
ფოტოზე: ნუკრი რევიშვილი

რუსეთის I დივიზიონის თასზე, რომელიც ნახევრად ოფიციალური ტურნირია და თურქეთში იმართება, "ტოსნომ" 0:1 წააგო მახაჭყალის "ანჟისთან".

ამ შეხვედრაში "ტოსნოს" რიგებში გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, გურამ თეთრაშვილმა კი - მეორე ტაიმი. არ გამოჩენილან ნუკრი რევიშვილი და ოთარ მარცვალაძე.

"ტოსნოს" კარში მესამე მეკარე სმირნოვი იდგა.

მატჩის შემდეგ "ტოსნოს" თავკაც ალექსანდრ გრიგორიანს მეკარეთა საკითხზე შეეკითხნენ.

- სერგეი ნარუბინსა და ნუკრი რევიშვილს შორის არჩევანი უკვე გააკეთეთ? ვინ იქნება პირველი მეკარე?

- არა, ჯერ არა. ნუკრი ძალიან დამაჯერებელია, მაგრამ სერგეისაც აქვს თავისი
პლუსები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში სამწვრთნელო ცვლილებების შემდეგ ნუკრი რევიშვილი ეროვნულ გუნდს უბრუნდება. ასე რომ, ძალზე მნიშვნელოვანია, ექნება თუ არა ნაკრების გოლკიპერს სათამაშო პრაქტიკა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული