ჯანო ანანიძე: მოსკოვის "სპარტაკიდან" წასვლა არ მსურს

AutoSharing Option
spartak-fan.ru აქვეყნებს ჯანო ანანიძის კომენტარს მის მომავალთან დაკავშირებით მოსკოვის "სპარტაკში". შეგახსენებთ, რომ მედიის მტკიცებით, მოსკოვური კლუბი მას გაანათხოვრებს, დიდი ალბათობით, ისევ "როსტოვში".

"სულაც არ ვფიქრობ კლუბის გამოცვლაზე. ახლა მე ისევ მაქვს "სპარტაკის" ხელმძღვანელობის ნდობა და მსურს, მურატ იაკინს დავუმტკიცო, რომ კლუბში ადგილის მოპოვება ძალიან მსურს და ვხვდები, რომ მაშინ არ ვიყავი მართალი.

კლუბის დატოვება იოლი გამოსავალია, აი, გუნდში ადგილის მოპოვებაა რთული. მაგრამ მე სწორედ ეს მსურს. მინდა გუნდის ფანებისთვის ალექსივით საჭირო ფეხბურთელი გავხდე, რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებენ ისინი.

ახლა ყველაფერი ჩემსა
და მწვრთნელზეა დამოკიდებული. თუ მზად ვიქნები და მწვრთნელიც მენდობა, ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და შემადგენლობაში მკვიდრად მოვიკიდო ფეხი", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი რა მართლა და მართლა რა. რატო იფუჭებს თავს ამ უბედურ რუსებთან.
ჯანო
01:47 30-01-2015
0
შენ თუ "სპარტაკი" გინდა,ე.ი. ფეხბურთის თამაში არ გდომებია...იმიტომ,რომ მანდ არ გათამაშებენ...
Zaza
23:00 29-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული