ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

gazzetta.gr: ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ნომერ მეორე კანდიდატია

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ვაკანტურ თანამდებობაზე ფავორიტი ურუგვაელი მწვრთნელი სერხიო მარკარიანია, თუმცა მის შემდეგ ყველაზე დიდი შანსი აქვს საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაც თემურ ქეცბაიას.

შემდეგ მოდიან ბერძენი მწვრთნელები: ტაკის ლემონისი და გიორგოს დონისი.

ამჟამად ქეცბაია საბერძნეთში იმყოფება და ნაკრების დირექტორ გიორგოს კარაგუნისს ხვდება. საიტის ინფორმაციით, ქართველს საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის "კარგი შანსი" აქვს.

საბოლოოდ, მწვრთნელის საკითხი მომდევნო კვირაში გაირკვევა. სერხიო მარკარიანი ბოლოს პერუს ნაკრების თავკაცი იყო, 2013 წლის მერე მას არ უმუშავია.
ასევე დაგაინტერესებთ