ლეგიონი: მერებაშვილისა და ლორიას ოფი საბერძნეთის თასის 1/4-ფინალშია

AutoSharing Option
27 იანვარს გამართულ საბერძნეთის თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ქართველების ოფი-მ "პანთრაკიკოსს" უმასპინძლა.

კრეტის გუნდმა ანდრეას ლამბროპულოსის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს პირველი მატჩი სტუმრად 4:0 ჰქონდა მოგებული. ამიტომ საპასუხო შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ლორიამ სრულად ითამაშა, მერებაშვილი კი 36-ე წუთზე შეცვალეს (სამწუხაროდ, ამ ნაადრევი ცვლილების მიზეზი ვერ დავადგინეთ).

თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში ოფი-ს მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული