ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

461 წუთი უგოლოდ - ლევან მჭედლიძემ "უდინეზესთან" მოინდომა, იბრძოლა, მაგრამ...

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძემ კიდევ ერთხელ ითამაშა "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მისი გუნდი შინ "უდინეზესთან" 1:2 დამარცხდა და თავი რთულ სიტუაციაში ჩაიგდო.

ლევანი 63-ე წუთზე მაკარონემ შეცვალა. "ემპოლი" 20 ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.

datasport.it-ის შეფასებით, ლევან მჭედლიძემ 5,5 ბალი დაიმსახურა. "ძალიან მონდომებული იყო და ბევრს იბრძოდა", - წერს საიტი.

ჩვენებური მართლაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ, მაგრამ ფაქტია, რომ თავდამსხმელს, უპირველესად, გოლის გატანა მოეთხოვება. ლევანს კი 14 თამაშში (4 ძირითადში, 10 შეცვლაზე), ჯამში, 461 სათამაშო წუთში
ჯერ გოლი არ გაუტანია.

"უდინეზესთან" მატჩში მან კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად.

"პიანეტა ემპოლის" მკითხველთა შეფასებებიც ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ფორვარდი ძალზე საჭირო ფიგურაა გუნდში და გოლებიც მალე მოვა; მეორე ნაწილისთვის კი ის კრიტიკის მთავარი ობიექტია.

"ემპოლის" მომდევნო მატჩი "რომასთან" სტუმრად ელის. ჩვენებური, "გაზეტა დელო სპორტის" ვერსიით, კვლავ სასტარტოში უნდა იყოს.