"სკა-ენერგიას" ქართველ ფეხბურთელებს ხელფასი 8 თვეა არ აუღიათ

AutoSharing Option
"სკა-ენერგიას" ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ხელფასები უკვე რვა თვეა არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის პირველი დივიზონის კლუბში ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: გოგიტა გოგუა, გუჯა რუხაია, კახა ალადაშვილი და ლაშა იმედაშვილი.

გარდა ამისა რუსული კლუბი უკვე ორი წელია ფეხბურთელებს პრემიალურ თანხებს არ უხდის, რომელიც კონტრაქტის მიხედვით არის გათვალისწინებული.

OneDivision.ru-ს ინფორმაციით, არსებული დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, კლუბში პრობლემის მოგვარებას უახლოეეს მომავალში იმედოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ "სკა-ენერგიას" კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო ფეხბურთელებთან მიმართებაში ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აკრძალული აქვს.

"სკა-ენერგია" სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ 24
ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული