ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" "ამსტერდამ არენაზე" კვლავ გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 დეკემბერს, ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალში "აიაქსი" "ამსტერდამ არენაზე" არნემის "ვიტესს" მასპინძლობდა.

"ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

"ვიტესმა", რომელსაც 28 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია, მოულოდნელად ქვა-ქვაზე არ დატოვა ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდისგან - 4:0

როგორც ჩანს, ვაკო "აიაქსის" "სპეციალისტად" ყალიბდება - მან კვლავ გაიტანა ამ გუნდის კარში - მე-60 წუთზე ანგარიში 4:0 გახადა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში, ნოემბერში "ვიტესმა" ჩემპიონატის მატჩში "ამსტერდამ არენაზე" ვაკო ყაზაიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოვა ლიგის დროც
Gela
11:57 19-12-2014
0
გაიხარეთ ბიჭებო, წარმატებები, თქვენი წარმატება ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. ასე განაგრძეთ
გულშემატკივარი
10:31 19-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული