ჰოლანდიური მედია: კაშია და ყაზაიშვილი "აიაქსთან" სასტარტოში ითამაშებენ

AutoSharing Option
18 დეკემბერს, ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალში "აიაქსი" "ამსტერდამ არენაზე" არნემის "ვიტესს" მასპინძლობს.

ჰოლანდიური მედია ამ შეხვედრისთვის "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველს ვარაუდობს, კაპიტან გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს.

შეიძლება ითქვას, რომ "ვიტესი" კრიზისშია, ამ გუნდს 28 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში "ვიტესმა" ჩემპიონატის მატჩში "ამსტერდამ არენაზე" ვაკო ყაზაიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული