ლევან მჭედლიძის თამაში "ფიორენტინა"-"ემპოლის" დერბიში საეჭვოა

AutoSharing Option
21 დეკემბერს ლევან მჭედლიძის "ემპოლი" ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინას" ესტუმრება.

ამ შეხვედრაში ლევანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კუნთის პრობლემის გამო ქართველმა ფორვარდმა 17 დეკემბერს "ემპოლის" ვარჯიში გამოტოვა.

როგორც "ტუტო მერკატო" წერს, სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა ექიმები მჭედლიძის მდგომარეობას მომდევნო ვარჯიშებზე დააკვირდებიან.

"ემპოლი" 16 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო ლევანს 9 მატჩში გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული