ლეგიონი: მერებაშვილისა და ლორიას ოფი "კალონს" დაუზავდა

AutoSharing Option
17 დეკემბერს ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე ქართველი ლეგიონერის კლუბმა ითამაშა.

საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი შინ "კალონის" დაუზავდა - 1:1. გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარეს.

ლორიამ გოლი 11-მეტრიანიდან გაუშვა, მერებაშვილმა კი შეხვედრის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში აზალ-მა გასვლაზე 3:1 მოუგო "ბაქის". გამარჯვებულთა რიგებში 61-ე წუთზე გამოჩნდა ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე.

* * *
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ფეირენსემ" გასვლაზე 1:0 მოუგო "მარიტიმუს" მეორე გუნდს.

სტუმარი კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გიორგი მაკარიძე "ფეირენსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა "ფეირენსეს"
საიტის ცნობით, ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩეს ეს მმართველობა ქართული ფეხბურთის სათავეში და მალე ნახავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, მალტის ანდორის და ფარერების კლუბების სათადარიგოთა სკამზეც... მხოლოდ უკან მივდივართ
წლებია ...
ბერჯავახი
11:23 18-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული