ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძე: შეცდომით დამსაჯეს

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლზე" გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს "ინტერის" თავკაც კახა ცხადაძესთან, რომელიც დღეისათვის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

თუმცა ამ ინტერვიუში კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების თემას არ ეხება:

- თქვენი გუნდი ბოლო წუთზე გაექცა მარცხს ზაქათალაში "სიმურგთან" - 1:1...
- ძალიან რთული მატჩი იყო. ჩვენს კლუბებზე ამბობენ, რომ "ძმები" ვართ. ამ სეზონში "სიმურგს" უკვე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ ფრე ვითამაშეთ. საერთო ჯამში, ამ სეზონში მათთან 4 ქულა დავკარგეთ და ორივე მატჩის მერე დავკარგეთ მეორე ადგილი მიმდინარე გათამაშებაში.

პირველ ტაიმში შეტევაში სუსტად
გამოვიყურებოდით. ამიტომაც შესვენებაზე შეტევის გასაძლიერებლად ორი შეცვლა გავაკეთეთ. თავს ძალა დავატანეთ და საპასუხო გოლი გავიტანეთ.

- მომდევნო ტურშიც რთული მატჩი გელით, რას ფიქრობთ "ნეფთჩიზე"?
- დიახ, ეს შეხვედრაც რთული იქნება. "ნეფთჩი" მუდამ უტევს, საინტერესოდ თამაშობს. ორივე გუნდს მოგება სჭირდება.

- სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაქვთ. მოქმედებს თუ არა თქვენი არყოფნა ტექნიკურ ზონაში გუნდის თამაშზე?
- ეს, რა თქმა უნდა, იგრძნობა. მე შეცდომით დამსაჯეს. იმიტომ, რომ ასეთ ჟესტს მოწინააღმდეგეს არასოდეს ვაჩვენებ. იცით, საინტერესო, რა არის? ჯერ ვერავინ დაამტკიცა, რომ მართლა ჩავიდინე ის საქციელი, რისთვისაც უკვე დამსაჯეს. არ არსებობს მტკიცებულება.

- 2 ტურიც და ზამთრის შესვენებაა. უკვე ჩამოყალიბდით მომავლის გეგმებზე?
- დიახ, გეგმა შედგენილია. 10 დღე დავისვენებთ, შემდეგ კი ანტალიაში გავემგზავრებით. თურქეთში 22 იანვრამდე დავრჩებით. შეკრებაზე საკონტროლო მატჩებსაც გავმართავთ.

- იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები "ინტერში"?
- დიახ, 1-2 კაცი. იქნება წამსვლელიც და მომსვლელიც.

- ჩემპიონატი ეკვატორს მიუახლოვდა. როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის ასპარეზობას?
- "ინტერის" გამოსვლით კმაყოფილი ვარ. იყო დრო, ლიდერებიც ვიყავით, იყო დაღმასვლაც - 5 მატჩი ზედიზედ ვერ მოვიგეთ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ და წინ ნახევარი სეზონია.
ასევე დაგაინტერესებთ