ჯანო ანანიძე რუსეთში "ფეხბურთელ-იმედგაცრუებად" დაასახელეს

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის პირველ ნაწილში გუნდების გამოსვლის შეფასებას მიჰყო ხელი, მოსკოვის "სპარტაკზე" მსჯელობისას კი ჯანო ანანიძეც ახსენა... სამწუხაროდ, უარყოფით კონტექსტში.

სტატიის ავტორმა მოსკოვურ გუნდში სეზონის წინ დაბრუნებული ქართველი ჰავბეკი "ფეხბურთელ-იმედგაცრუებად" დაასახელა.

"ქართველი ნახევარმცველი დიდხანს და მუხლჩაუხრელად შრომობდა საიმისოდ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში ადგილი მოეპოვებინა, მაგრამ ყველაფერი წყალში ხელის ერთი მოსმით ჩაყარა - მაშინ, როცა ამურის კომსომოლსკიში, სათასო მატჩზე გაფრენაზე უარი თქვა.

ესკაპადა ძვირი დაუჯდა - ჯანო ორი თვით სულ ჩამოაშორეს მთავარ გუნდს და მხოლოდ
ნოემბერში მიიღო მწვრთნელებისგან შეწყალება.

ანანიძის გვარი განაცხადში დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სათადარიგოთა შორის", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაბმული ხომ არაა სპარტაკში.უნდა წავიდეს სხვაგან,სანამ სულ დაავიწყდა თამაში
Gela
12:09 19-12-2014
0
"შოთა" შენ არა ხარ ქართველი და ფეხბურთის გაგებაში, ფეხბურთზე ხმა არ უნდა ამოგაღებინოს კაცმა შენნაირებს. ჯანო არაფერი ფეხბურთელიაო კაცმა ეს რომ თქვა სირცხვილისგან უნდა ***
zviadi
07:18 19-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული