კლასი და ცივსისხლიანობა - ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანში ისევ აღიარეს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ქართველი მცველი ალეკო ამისულაშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც "აზერიფუტბოლმა" შეადგინა. "ინტერმა" უკანასკნელ ტურში აზალ-ს 1:0 მოუგო.

"ძალიან სასიამოვნო იყო ამ შეხვედრაში ქართველი მცველის ხილვა, რომელიც ერთობ თავდაჯერებული გახლდათ. გუნდის შეტევების ორ მესამედს სწორედ ის იწყებდა. ამასთან, მან თამაშიდან სრულად გამოთიშა ფრედი მომბონგო.

"ინტერი" თავის "მშრალ" მატჩებს, დიდწილად, ალექსანდრე ამისულაშვილის სათამაშო კლასსა და ცივსისხლიანობას უნდა უმადლოდეს", - წერს გამოცემა.

32 წლის ამისულაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს გამოჩნდა. მან ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 36
მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლო დროს, თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო, ის საქართველოს ნაკრებში აღარ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წადით რა მართლა რა... ხო ხედავთ ბევრს არ მოწონს სიმართლეს რომ წერთ და ლაპარაკობთ.
დაწერეთ ხოლმე ხანდახან ისეც, რომ განსხვავებულ აზრის მქონეებსაც მოეწონოთ.
ანუ ასე - აფსუს ქეცბა, რა მაგარი მწვრთნელია და ჟურნალისტები უშლიდნენ მუშაობას.
ყველა ფეხბურთელი, ვინც თემურმა ნაკრებიდან დაითხოვა, ფეხბურთის აზრზე არ არიან და სხვაგან რისი მაქნისები არიან და ა. შ.
zura1504
16:47 11-12-2014
0
მოაშორეთ გაზეთს ეს არაპროფესიონალი კაკაურიძე და ტელევიზიას მინაშვილი.....
deme
12:42 10-12-2014
0

სიახლეები პოპულარული