ჭანტურიას თავკაცი ერთ კვირაში ქვილითაიას მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიას "კლუჟი" რუმინეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და წესით, ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ გუნდში ფინანსური კრიზისია.

ბოლო ტურში "კლუჟმა" ქულები ბოლოადგილოსან "რაპიდთან" დაკარგა, ხოლო ბუქარესტში უმწვრთნელოდ ჩავიდა, რადგან ვასილე მირიუცა კლუბიდან გაიქცა.

46 წლის მირიუცა რუმინეთში გაზრდილი უნგრელია, რომელმაც უნგრეთის ნაკრებში არჩია თამაში. სწორედ უნგრულმა "დიორი ეტომ" მიიწვია მირიუცა, სადაც კარიერის ადრეულ ეტაპზე და მიწურულს თამაშობდა.

ასე გახდა მირიუცა კიდევ ერთი ქართველის, 21 წლის ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას მწვრთნელი. მირიუცა ახალგაზრდა ქართველს ენდო და "პაკშთან" თამაშში სასტარტოში დააყენა. სწორედ ჩვენებურმა გახსნა ამ
შეხვედრაში ანგარიში და თავისი პირველი გოლი გაიტანა უნგრეთის ჩემპიონატში.

ქვილითაიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა, რადგან უნგრეთის ლიგის თასზე 9 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჰეთ-თრიკი და ერთი დუბლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნგრეთის თასზე 9 გოლი, აქედან 2 ჰეთ-თრიკი და 1 დუბლი :))))))))))) მათემატიკის მასწავლებელი ვინ გყავდა? :)))))))))
გიორგი კოროხაშვილი
20:29 01-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული