ჯაბა კანკავას ტრავმის მოსაშუშებლად მხოლოდ სამი კვირა დასჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თბილისშია. მისი ტრავმის შესახებ უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდნენ.

გუშინწინ, "ინტერთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, უკრაინელთა თავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ჩვენებური თებერვლამდე ვერ ითამაშებს.

27 ნოემბერს კი დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა კანკავასთან დაახლოებულმა წყარომ. მისი თქმით, ჯაბას კუნთი აქვს დაჭიმული, რაც სამკვირიან მკურნალობას საჭიროებს. ამის შემდეგ ის "დნიპროსთან" ერთად შეკრებაზე წავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული