ვაკო ყაზაიშვილმა "ვიტესის" სასტარტოსთვის ბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
ed.nl-ის ინფორმაციით, ვაკო ყაზაიშვილმა არნემის "ვიტესის" ძირითადისთვის ბრძოლა კელვინ ლეერდამს მოუგო. შაბათს "ვიტესი" "გო ეჰედ იგლსს" მასპინძლობს და მწვრთნელი პეტერ ბოში ამ შეხვედრაში ვაკოს მოიაზრებს სასტარტოში, რადგან ბოლო დროს ლეერდამი ჩვეულად ვეღარ თამაშობს.

მატჩისწინა ვარჯიშზე ლეერდამი არ იყო იმ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი ძირითადში მოიაზრებს. სამაგიეროდ, იქ გამოჩნდა ქართველი ნახევარმცველი.

"ალკმაართან" წაგებულ შეხვედრაში ყაზაიშვილი მეორე ტაიმში შევიდა და ჰოლანდიური მედიის აზრით, თავი კარგად წარმოაჩინა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ისევ არ მოიაზრება სასტარტო შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული