კახა ცხადაძე აზერბაიჯანში დასაჯეს - 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, 5 ათასი მანათი

AutoSharing Option
AFFA-ს (აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია) სადისციპლინო კომიტეტმა "ხაზარსა" და "ინტერს" შორის მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და განაჩენიც გამოიტანა.

20 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩში ერთმანეთისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის 5-5 ტურით დასაჯეს "ხაზარის" დირექტორი იუნის ჰუსეინოვი და "ინტერის" ქართველი თავკაცი კახა ცხადაძე. ორივე 5-5 ათასი მანათით (დაახლოებით 10 ათასი ლარი) დასაჯეს.

მომავალ ხუთ ტურში "ინტერს" სათამაშოდ ცხადაძის ასისტენტი ზაურ სვანაძე გამოიყვანს.

უფრო დიდი სასჯელი მისცეს "ნეფთჩის" წარმომადგენელ ელნურ აშრაფოღლუს, რომელმაც მსაჯებს აგინა გიორგი ჩიხრაძის "სიმურგთან" მატჩში - 10 მატჩი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული