"სლავიას" თავკაცი: ლევან ყენიას თამაშის შეფასება ერთი მატჩით არ შეიძლება

AutoSharing Option
7-თვიანი პაუზის შემდეგ ლევან ყენიამ პირველად ამ უქმეებზე ითამაშა, როცა "სლავიას" რიგებში დებიუტი ჰქონდა. ყენიამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა "ჰრადეც კრალოვესთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში.

მატჩის შემდეგ მე-9 ადგილზე მყოფი "სლავიას" მწვრთნელმა მიროსლავ ბერანეკმა შემდეგი თქვა ქართველის დებიუტზე:

"ჩვენ ორი კვირა გვქონდა მოსამზადებლად. სიტუაციის მიხედვით, გვინდოდა ორი ფორვარდით თამაში. როდესაც ყენია დაბრუნდა, გუნდში უკვე ისეთი სიტუაცია იყო, ერთი ფორვარდით უნდა გვეთამაშა.

ყენია ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვარჯიში სხვაა, თამაში სულ სხვა. ის ნელ-ნელა შეეჩვევა გუნდს. თამაშს რაც შეეხება,
ზოგიერთ ასპექტში მან კარგად ითამაშა, ზოგში კი არა.

ის კარგად ასრულებდა სტანდარტულებს, მაგრამ იოლად კარგავდა ბურთს. ეს მისი პირველი თამაში იყო და შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ".
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოუმატებს არა იხვი...ეს ფეხბურთელი ზარმაცია...
status quo
09:38 26-11-2014
0
ყენია ფეხბურთს ითამაშებს!
zazaa
18:08 25-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული