voetbalkrant.com: აი, რატომ დააბრუნეს "გენკში" თორნიკე ოქრიაშვილი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი საკლუბო ფეხბურთს ზუსტად 2-თვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა "მეხელენთან" მატჩში, რომელიც "გენკმა" 3:0 მოიგო.

თორნიკემ 65 წუთი ითამაშა, ოღონდ უცნაურად - მას არც სასტარტოში დაუწყია და არც თამაშის ბოლოს ყოფილა მოედანზე. პირველ ტაიმში მან ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, ხოლო მეორეში მაკლიშმა თავად ქართველი გამოცვალა.

მეორე ტაიმში მან ერთხელ სახიფათოდ დაარტყა მეტოქის კარში, თუმცა ბურთი "მეხელენის" კარს გადააცილა.

აი, რას წერს voetbalkrant.com:

"თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა. რატომ? ყველაფერი ძალიან მარტივად არის, ის "გენკისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გორიუსის ტრავმამ მისი დაბრუნება დააჩქარა.

თორნიკემ
დიდი დრო გაატარა სარეზერვო გუნდში, სადაც სადისციპლინო სასჯელი მოიხადა.

ის ბევრს მოძრაობდა და მუდამ წინ მიიწევდა. აი, რა თქვა დუბლის ავტორმა სისემ - ის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. თორნიკემ უნდა იფიქროს თავის კარიერაზე. დღეს მან მომენტი შექმნა, მოგვნატრებია", - წერს საიტი.

თამაშის შემდეგ ქართველზე ალექს მაკლიშმაც ილაპარაკა: "ის მხოლოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი არაა, თორნიკე ძალიან მონდომებულია. არადა, დღეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, თუმცა თითქმის არ შექმნია პრობლემა".

"გენკის" ფეხბურთელი პიეტერ გერკენსი: "მატჩის გადამწყვეტი მომენტი ოქრიაშვილის გამოჩენა იყო. ის დიდი ხნის მერე პირველად თამაშობდა, მაგრამ თორნიკე ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს კლასს მატებს".

სხვათა შორის, ამ შეხვედრის განაცხადში მოხვდა ლუკა ზარანდია, თუმცა მას თამაში არ მოუწია. მეორე დღეს "გენკის" დუბლებმა 6:1 მოუგო "ბევერენს", ზარანდიამ 74-ე წუთამდე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოქეი გენაცვალე კარგად დაფიქრდი ვინ შეიძლება იყო,შეიგრძენი რომ საქართველოს ახალ თაობას მაგალითი გახდე და გზა გაუხსნა სხვა ფეხბურთელებს,გისურვებ წარმატებებს.
aleqsi
08:59 26-11-2014
0
ნუთუ ასე ძნელია შეიგრძნო ის რომ ქართველი ხარ და მთელი საქართველო შენ შემოგცქერის, გააკეთე რა ის რაც შეგიძლია და დატოვე კვალი, წარუშლელი კვალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, არ გინდა? მაშინ დარჩები ისეთად, როგორებადაც დარჩნენ ჯანაშია, ქინქი, ყენია, და ბევრი სხვა, შეგიძლია და გააკეთე რა, ღმერთი შენთან!
0

სიახლეები პოპულარული