სანდრო კობახიძე: თუ აგებ, სჯობს 5:7 წააგო, ვიდრე 0:2

AutoSharing Option
"ვოლინისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პროფესიული ლიგის პრესსამსახურს ესაუბრა. ეს ინტერვიუ "ვოლინის" მორიგ მატჩამდეა ჩაწერილი.

- სანდრო, სანამ ნაკრებში წახვიდოდით, თქვენ 4:0 აჯობეთ "ოლიმპიკს". ეს ლუცკელების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო პრემიერლიგაში...
- კარგი განწყობა დაგვრჩა. "ოლიმპიკი" ცუდად არ თამაშობს და ანგარიში არ ასახავს რეალობას, მაგრამ ეტყობა, ჩვენც კარგად განვეწყვეთ მატჩისთვის. ასეთი მოგებები სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება.

- თქვენი თამაშითაც კმაყოფილი ჩანხართ, თან სეზონში პირველი გოლი გაიტანეთ...
- დიახ, ცუდად არ მითამაშია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს არ არის ჩემი
მაქსიმუმი, კიდევ შემიძლია მომატება. "ვოლინში" ადაპტაციისთვის დრო ბევრი დამეხარჯა. შეიძლება მოგვიანებით, მაგრამ მაინც ჩავეწერე გუნდის სქემაში.

- რას იტყვით "დნიპროში" გატარებულ წელიწად-ნახევარზე?
- დნეპროპეტროვსკში გატარებული დროიდან მხოლოდ კარგი მახსოვს, ერთის, მაგრამ მთავარის გარდა - ძალიან ცოტას ვთამაშობდი. ამიტომაც დავთანხმდი იჯარით წასვლაზე, მსურს სტაბილურად თამაში.

- არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენი კონდიციები გაანიავეთ?
- ფეხბურთის თამაში არ დამვიწყებია და ფორმაც შევინარჩუნე. უბრალოდ, სულ სხვა რამაა სათამაშო პრაქტიკა. რადგან ყოველთვის კარგად ვვარჯიშობდი, სათამაშო ტონუსის აღდგენა არ გამჭირვებია.

- რადგან ნაკრებში გიძახებენ, ალბათ, ასეცაა...
- რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები სულ სხვა განზომილებაა. იქ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს იწვევენ. ლეგიონერების თამაშებს საქართველოში აკვირდებიან. მართალია, "დნიპროს" სათადარიგო რომ ვიყავი, მაშინაც მიძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ ახლა თავს უფრო კარგად ვგრძნობ.

- პოლონელებთან 0:4 წააგეთ, მაგრამ გქონდათ მომენტი, რომელსაც შეეძლო თამაშის ჩარხის შეტრიალება...
- პირველ ტაიმში პოლონელებს თითქმის თანაბრად ვეომეთ. არადა, პოლონეთის ნაკრები და მისი ლიდერები ძალიან ძლიერები არიან. დიახ, შემეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარს ავაცილე. რას იზამ... როცა საკუთარ შანსს არ გამოიყენებ, მეტოქე დაგსჯის. მეორე ტაიმში მეტოქემ სტანდარტულებიდან ორი გოლი გაგვიტანა და ამის შემდეგ ნაკრებში ყველაფერი აირია. ამიტომაც მივიღეთ ასეთი უსიამოვნო ანგარიში.

- ძნელია, ალბათ, ამის მერე კლუბში დაბრუნება...
- ყველაფერი ნორმალურადაა, ხდება ხოლმე. უკვე დიდი ხანია, მივეჩვიე, რომ სანაკრებო ამბებიდან საკლუბოზე გადავერთო ან პირიქით. როგორც კი ჩამოვედი, მხოლოდ "მეტალურგთან" თამაშზე ვფიქრობდი.

- "ვოლინს" ბევრი გააქვს და ბევრს უშვებს. ვიტალი კვარციანი ალბათ შემტევების თამაშით უფრო კმაყოფილია...
- სჯობს, ბევრი გაიტანო და გაუშვა, ვიდრე ვერ გაგქონდეს და ცოტას უშვებდე. მწვრთნელიც ასე განგვაწყობს ხოლმე მატჩებზე, თუ აგებ, სჯობს 5:7 წააგო, ვიდრე 0:2.

- მალე ჩემპიონატი შესვენებაზე გავა. რომელი ადგილი დაგაკმაყოფილებთ ზამთრის პაუზის წინ?
- ხუთეული. ვფიქრობ, ამის მიღწევა შეგვიძლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას ჰგონია ეს რიჟა წვერი უხდება?რის ფეხბურთელია,კარში ვერ ახვედრებს ბურთს...
status quo
10:17 25-11-2014
0
Kvelgan sadac Ar shevedi , cavikitze komentebi, da vgijdebi to.. saidan moxvedit es amdeni eqspertebi ?? Sul rogor sheiLeba adamianeბზე ese laparaki? Bicho rogor sheizleba kvelas ro lanძgavt da apurtxebs?! An vin xar Saertod ro adamians pirad sheuracxkopas akeneb??! Tu Ar mogcons tamashi eg ertia Mara rato lanzgav??!! An tu tamashi aრ mogcons gadi da Iket itamashe ! Tfui araperi geshvelebat . Shuglis agsavse internet lomebo !
jano
03:09 25-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული