სხვაგან მინდა მუშაობა - თემურ ქეცბაია საქართველოდან გულნატკენი წავიდა

AutoSharing Option
ბერძნული a-sports.gr დაუკავშირდა საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაც თემურ ქეცბაიას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბერძნული საიტის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების თავკაცად 40 მატჩში 13 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 18 წააგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფიფამ არ ჩაგვითვალა, რადგან ქეცბაიამ 6 ცვლილებაზე მეტი გააკეთა. ამიტომ ჩვენებურის მიღწევა ნაკრებში ასეთია: 39 მატჩი, 12 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება.

"მან სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველოს ნაკრები და ახლა თავისუფალია. მან ფეხბურთელობისას ბრწყინვალე სამი წელი გაატარა აეკ-ში
90-იან წლებში. არცთუ დიდი ხნის წინ კი "ოლიმპიაკოსის"თავკაცი იყო", - წერს საიტი.

- კლაუდიო რანიერი წარსულშია. მრავალ კანდიდატს შორის თქვენც მოგიაზრებენ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელად? იყო თუ არა კონტაქტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან?
- მეც ზუსტად იმდენი ვიცი, რაც თქვენ, ანუ მხოლოდ ხმები. წავიკითხე პუბლიკაციები, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ჯერ არავინ დამკავშირებია, არც მისტერ სარისი და არც ვინმე სხვა.

- თქვენ ახლახან დატოვეთ პოსტი და თავისუფალი ხართ. გსურთ თუ არა, საბერძნეთის ნაკრები ჩაიბაროთ?
- ვის არ ექნება ასეთი სურვილი? რა თქმა უნდა, მინდა, საბერძნეთის ნაკრები გავწვრთნა.

საბერძნეთის ნაკრები დიდი გუნდია და ყველამ კარგად იცის ეს. ამ გუნდმა ბოლო დეკადაში სასწაულები აკეთა და მისი გაწვრთნა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი გამოცდაა. მიხარია, რომ ერთ-ერთ კანდიდატად მთვლიან.

- თუ ადევნებდით თვალს საბერძნეთის ნაკრების თამაშებს ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩებში და როგორ შეაფასებთ გუნდის გამოსვლას?
- ვნახე მატჩი რუმინეთთან, ფარერებთან და ამხანაგური შეხვედრა სერბეთის წინააღმდეგ. არ მეგონა, გუნდს ასეთი ცუდი შედეგი თუ ექნებოდა.

როცა ნიცაში კენჭისყრა მოხდა, მე ვესაუბრე ბერძნულ დელეგაციას და მაშინ ვთქვით, რომ საბერძნეთისთვის კარგი კენჭისყრა იყო. ახლა კი ოთხი მატჩის მერე მხოლოდ ქულა, თამაშშიც ბევრი ცუდი ვნახე, თითქოს, საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდათ გადასალახავი.

- 4 ტურის შემდეგ არის კიდევ შანსი თუ ყველაფერი დასრულებულია?
- სიტუაცია ჯერაც გამოსწორებადია. რა თქმა უნდა, ამისთვის გუნდმა ძალიან უნდა მოუმატოს და ზედიზედ მოიგოს მატჩები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მე-3 ადგილის შანსზე და პლეი ოფზე ვლაპარაკობთ.

საბერძნეთს წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს. ოპონენტები არ არიან უმაღლესი კალიბრის გუნდები.

- კლაუდიო რანიერი ცნობილი მწვრთნელია, მაგრამ ის ჩავარდა საბერძნეთის ნაკრებში. რატომ?
- მე ვერ გავაკეთებ კომენტარს რანიერის მუშაობაზე. მას დიდ კლუბებში უმუშავია, მაგრამ სანაკრებო მწვრთნელობას კიდევ სულ სხვა სპეციფიკა აქვს. საკლუბო მწვრთნელს ფეხბურთელები მუდამ თან ჰყავს, აქ კი 4 დღე ძალიან ცოტაა.

რანიერის თავიდან გაცნობა უხდებოდა ფეხბურთელების, მან საბერძნეთის ფეხბურთი შიგნიდან არ იცოდა.

- ოტო რეჰაგელმა და ფერნანდუ სანტოშმა გაამართლეს, რანიერიმ - არა. ახლა უფრო ბერძენი მწვრთნელისკენ იხრებიან...
- ვფიქრობ, რომ მწვრთნელი კარგად უნდა იცნობდეს ბერძნულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს. განსაკუთრებით, ახლა, როცა საკვალიფიკაციო ეტაპი შუაშია.

- თქვენ ხუთი წელი გაატარეთ საქართველოს ნაკრებში, მაგრამ წასვლა გადაწყვიტეთ. გულდაწყვეტილი ჩანხართ, რატომ?
- დიახ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრს ვეცადეთ, მაგრამ დავინახე, რომ არავინ არის დაინტერესებული.

თავიდან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. ერთი წელი კიდევ მრჩებოდა, მაგრამ არ მინდა იმ პროექტის ნაწილი ვიყო, რომელსაც მხარს არავინ უჭერს.

სხვაგან მსურს მუშაობა და ახალ გამოწვევებს ველი.

- და თუ ეს გამოწვევა საბერძნეთის ნაკრები იქნა?..
- ეს იქნება დიდი გამოცდა ჩემთვის და დიდი შანსი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მასეტი ნელი ფეხბურტელები ჩვენ რომ გვყავს არვიცი სხვა რომელ ნაკრებს ყავს და მაგატი იმედი როგორ უნდა გვქონდეს ვერცერთი მწვრთნელი მაგათ ვერ უსველის სამომავლოდ შეიძლება ახალი თაობამ ითამასონ)
Vako
23:36 03-12-2014
0
რამნიშვნელობა აქვს ვინ მოვა ნაკრების მწვრთნელად მინიმუმ 20 წელი ფარერების დონის ვიქნებით ამას ხომ კველა ხვდებით )
ooto
23:31 03-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული