ლეგიონი: აბურჯანიას გოლი, კანკავას ფრე და კაშიას მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის "ანორთოსის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ სტუმრად "დოქსასთან" თავი გოლით გამოიჩინა.

აბუჯანიამ გოლი 31-ე წუთზე გაიტანა, როცა ანგარიში 1:0 იყო. საბოლოოდ მისმა გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო. აბურჯანია 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ამ დროისთვის "ანორთოსისი" სატურნირო ცხილში 16 ქულით მეოთხე ადგილზეა.

უკრაინაში ჯაბა კანკავას საკუთარ კედლებში "ჰოვერლას" (1:1) ვერ მოუგო. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა.

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესი" სტუმრად "ალკმაართან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კაშია მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, ხოლო ყაზაიშვილი 78-ე წუთზე.

სოლომონ კვირკველიასა და
მამუკა კობახიძის
"რუბინმა" რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში სტუმრად "ურალს" ანგარიშით 3:1 სძლია. კვირკველიამ და კობახიძემ შეუცვლელად ითამაშეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული