ლევან მჭედლიძე "პარმასთან" მატჩში სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
23 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მორიგ მატჩში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "პარმას" ესტუმრება. "ემპოლი" 10 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო "პარმა" 6 ქულით ბოლოა.

იტალიური მედიის ცნობით, "ემპოლი" ამ თამაშზე 4-3-1-2 ტაქტიკით ითამაშებს. შეტევის ხაზზე ტავანო და მაკარონე იქნებიან, ხოლო მჭედლიძე სათადარიგოთა სკამზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 7 მატჩში ითამაშა და მხოლოდ 2-ჯერ იყო ის სასტარტოში, "უდინეზესთან" და "რომასთან". ლევანს ჯერ გოლი არ გაუტანია.

სხვათა შორის, ამ სეზონის წინ იყო საუბარი მჭედლიძის "პარმაში" შესაძლო გადასვლაზე.

"ემპოლიში" ირიცხება
ირაკლი შეყილაძეც
, რომელიც მატჩის განაცხადში ვერ ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული