ჯაბა კანკავას "დნიპროში" ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

AutoSharing Option
დოლართან მიმართებაში გრივნის კურსის დაცემის გამო ზოგიერთ უკრაინულ კლუბში ხელფასები შემცირდა. საუბარია იმ კლუბებზე, რომლებიც ხელფასებს უკრაინულ ვალუტაში გასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთ ასეთ კლუბად დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" სახელდება, სადაც ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა თამაშობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, "დნიპროში" ხელფასებს გრივნაში, კონტრაქტის გაფორმების დროს დოლართან მიმართებაში არსებულ კურსთან (8 გრნ/დოლარი) შედარებით, მომატებულად კი იღებენ, თუმცა ამჟამინდელი კურსის გათვალისწინებით, ის მაინც დაბალია. ამრიგად, "დნიპროს" ფეხბურთელთა ხელფასები გრივნაში კი გაზრდილია, მაგრამ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული, - წერს bigmir.net-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული