რატომ არ აქვს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" პერსპექტივა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის პოზიცია მოსკოვის "სპარტაკში" მას მერე შეირყა, რაც ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის თასზე გუნდთან ერთად შორეულ აღმოსავლეთში წასვლაზე უარი განაცხადა.

ჯანომ კარგა ხანს დუბლებში ითამაშა, რადგან დასჯილი იყო. ცოტა ხნის წინ ჩვენებური პირველ გუნდში კი დააბრუნეს, თუმცა ჯერ იქ არ უთამაშია.

ქართველი ფეხბურთელის მომავალი "სპარტაკში" კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება - დიდი შანსია, 2015/16 წლების სეზონიდან რუსეთში ლეგიონერებზე ასეთი შეზღუდვა დაწესდეს - 10+15, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 ფეხბურთელიდან 10-ზე მეტი ლეგიონერის ყოლა კლუბს აეკრძალება. სამაგიეროდ, ახლა თუ მხოლოდ 7 ლეგიონერის
თამაში შეიძლება ერთდროულად, მომავალში 10-ივეს შეეძლება გამოსვლა.

მოსკოვის "სპარტაკში" დღეისათვის 13 ლეგიონერი ირიცხება და კვოტის დაწესების შემდეგ "სპარტაკს" მათი ნაწილის გაშვება მოუწევს.

Sports.ru: "სპარტაკში" დამკვიდრების არც ისე კარგი პერსპექტივა აქვს ჯანო ანანიძეს, რომელმაც გარისკა და კონფლიქტში შევიდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რის გამოც დუბლებში გაუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, ზამთრის და განსაკუთრებით, ზაფხულის სელექციის დროს".

რა შეიძლება მოხდეს ანანიძის შემთხვევაში, თუ ის 10-ეულში ვერ მოხვდება?

ერთი ვარიანტი მისი განათხოვრებაა. გასული სეზონი ჯანომ "როსტოვში" იჯარით გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერლიგაში საგოლე პასებით. მაგრამ 10-ლეგიონერიანი ლიმიტი სხვა რუსულ კლუბებსაც ეხებათ, არა მარტო "სპარტაკს". იგივე "როსტოვს" უფრო მეტი ლეგიონერი ჰყავს, ვიდრე "სპარტაკს". 15 ლეგიონერი ჰყავს მოსკოვის "ლოკომოტივს", რომლის ქართველით დაინტერესებაზეც ბოლო დროს საუბრობდნენ.

მეორე ვარიანტი ანანიძის რომელიმე ევროპულ გუნდში გაყიდვაა, თუმცა, თუ მან ამ სეზონში არ ითამაშა, დაინტერესებაც ნაკლები იქნება.

ასე რომ, "სპარტაკს" არ აწყობს ანანიძის სათადარიგოთა სკამზე "დალპობა".

* * *
პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - საბა კვირკველია "რუბინის" ღირსებას იცავს. "რუბინს" 10 ლეგიონერი ჰყავს. მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია, ამ ეტაპზე საბას ლიმიტი არ ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტვინი ნუ მ*****ით რა ამ "რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი"-თ,როდის თქვა?სად თქვა?გამოიძახეს რუსეთის ნაკრებში და ამან უარი უთხრა?ახალგაზრდული კიდე შეიძლება მარა აზრზე ვინც არ ხართ ფეხბურთის გეტყვით რომ თუ მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს თამაშები ჩატარებული ფეხბურთელს მაინც შეუძლია ნაკრების შეცვლა,არ გამოგადგებათ ეგ "აპრავდანიად".არ ვარგა და მორჩა,სპარტაკის ვერცერთ მწვრთნელზე ვერ იტყვის კაცი რო ამას შანსი არ მისცა,კარპინიც ათამაშებდა თავის დროზე,იაკინიც ათამაშებდა რო მოვიდა (სანამ ზემოაღნიშნულ ******* გააკეთებდა) და წეღან ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნეს ნაკრებში ამის ნორმალური თამაში არ მახსოვსო რასაც 100% ვეთანხმები.თუნდაც ოქრიაშვილთან რო გავავლოთ პარალელი,იმასაც აკლია პროფესიონალიზმი მარა ფაქტია რო ნაკრებისთვის იმ ბიჭს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ყოველთვის,ამას კიდე შემტევი ნახევარმცველი ჰქვია და 2-3 წელია ნაკრებში კაცი არ მოუტყუებია.დავიღალეთ რა ამაზე სტატიებით ტვინი ნუ წაიღეთ
Myst
14:31 21-11-2014
0
ჯანო ნამდვილი ქართლოსია, მან ეს კაცობაში დაამტკიცა და მიტომ გვიყვარს ასე ეს კარგი ქართველი პატრიოტი. ჯანო ღმერთი დაგეხმაროს ყველა შენს მიზნებში. ამინ.
ქუთათელი
13:32 21-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული