გიორგი ჭანტურია: ლუკა ტონისთან წყვილში თამაში ფანტასტიკური იქნებოდა

AutoSharing Option
რუმინული DIGI SPORT-ი ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჭანტურიამ ახლა გააფორმა ხანგრძლივი კონტრაქტი "კლუჟთან", რუმინულ კლუბში ის მხოლოდ ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას პრეზენტაცია 23 თებერვალს გაიმართა, ის რუმინეთის ჩემპიონატში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აი, რას წერს ეს გამოცემა:

"20 წლის გიორგი ჭანტურია რუმინეთში მხოლოდ ზაფხულამდე დარჩება, შემდეგ კი, "ტუტომერკატოს" ინფორმაციით, "ვერონაში" გადავა, კლუბში, რომელსაც "კლუჟის" ყოფილი თავკაცი ანდრეა მანდორლინი წვრთნის.

მეტიც, ტრანსფერი იტალიელებს ძვირი არც დაუჯდებათ, რადგან მათ უკვე აქვთ წინასწარი შეთანხმება. ჭანტურიას თვეები რჩებოდა "ვიტესში", თუმცა ამ კლუბში
თამაშის გაგრძელება აღარ სურდა. იტალიაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტრანსფერი ვერ მოესწრო. ასე აღმოჩნდა ქართველი რუმინეთში.

საბოლოოდ, "ვერონა" და "კლუჟი" შეთანხმდნენ, რომ რუმინელები მილიონ ევროდ იყიდიან ჭანტურიას და ზაფხულში მიჰყიდიან იტალიელებს... იმავე ფასად"
.

"ტუტო მერკატო" ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს ჭანტურიასთან.

როდესაც იტალიურმა გამოცემამ დაუსვა კითხვა ჩვენებურს იტალიური ტრანსფერს შესახებ, ჭანტურიამ განაცხადა, რომ დღეს ის "კლუჟის" ფეხბურთელია და არ სურს ამ თემაზე საუბარი.

- კი ბატონო, მაგრამ რას იტყვით "ვერონაზე"?
- დიდებული კლუბია, იქ იტურბე და ლუკა ტონი თამაშობენ და სხვა ძლიერი ფეხბურთელები. იტალია ძალიან მიყვარს.

- იტურბე ზაფხულში მიდის "ჰელასიდან". თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ლუკა ტონის იდეალური პარტნიორი შეტევის ხაზში...
- ტონისთან ერთად თამაში მართლაც ფანტასტიკური იქნებოდა. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. რატომაც არა? მაგრამ ახლა მე მხოლოდ "კლუჟზე" ვფიქრობ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მსურს, კარგად ვითამაშო.

- თქვენ ქართველ მესის გეძახიან, სერიოზული მეტსახელია...
- არა, ეს მეტსახელი მხოლოდ ქაღალდზეა, ჟურნალისტთა ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი. მესი ფენომენია, ის საოცრებას სჩადის. მესი ჩემი კერპია.

- იტალიაში მოთამაშეთაგან ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?
- მარიო ბალოტელი. დიდი ფორვარდია.

- როგორ მოეწყვეთ "კლუჟში"?
- ძალიან კარგად, ხალხმა დიდებულად მიმიღო, მე აქ ბედნიერი ვარ.

- მაგრამ ოცნებობთ იტალიაზე...
- ვინ არ ოცნებობს?

- რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ჩემპიონთა ლიგის მოგება. იტალიაში თამაშიც კარგი იქნებოდა, თუნდაც "ვერონაში".
მკითხველის კომენტარები / 2 /
шота ра г....е сакме ра гинда магари фехбуртелия маги асахелебс сакартвелос
джони
07:52 26-02-2014
0
თუ კლუჟშიც ვერაფერი ვერ ითამაშა რატომ აიყვანს ვერონა არ მესმის
შოთა
18:58 25-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული