რევიშვილი, მაისურაძე და ოვონიკოკო "ვალეტას" მაისურით კვირას ითამაშებენ

AutoSharing Option
"თაიმს ოფ მალტას" ინფორმაციით, 31 იანვარს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მალტის 21-გზის ჩემპიონი "ვალეტა" 5 უცხოელ ფეხბურთელს გაიფორმებს, რომელთა შორის ნუკრი რევიშვილი და ირაკლი მაისურაძეც არიან.

ეს კლუბის სპონსორ "ინსინიას" და მერაბ ჟორდანიას წყალობით მოხერხდება, რომელიც უახლოეს ხანებში გადაიფორმებს მალტურ კლუბს.

ორი ქართველი ფეხბურთელი უკვე კვირას მალტის ჩემპიონატში ითამაშებს, ლიდერ "ბირკირკარას" წინააღმდეგ. მათი სატრანსფერო სერთიფიკატები უკვე გადაეგზავნა მალტის ფეხბურთის ასოციაციას.

26 წლის რევიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 18-ჯერ ითამაშა, ხოლო 25 წლის მაისურაძემ - სამჯერ.

31-შივე "ვალეტას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება ჰოლანდიელი
ანდრე პაუსი
, რომელიც აქამდე "ვიტესის" დუბლებს წვრთნიდა (თუმცა ძველი მწვრთნელი მარკ მილერიც რჩება), ხოლო ტექნიკური დირექტორი გახდება "ვიტესის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი ტედ ვალ ლეუენი. მოკლედ, მალტურ კლუბში მერაბ ჟორდანიას ერა იწყება.

პაუსი უკვე დაესწრო "ვალეტას" მატჩს "რაბათ აიაქსთან", რომელიც 6:1 მორჩა. "თაიმს ოფ მალტას" ცნობით, "ქალაქელებმა" უკვე მიიღეს სატრანსფერო სერთიფიკატები ნიგერიელ-ქართველ აბაიომი ოვონიკოკოზე, ბრაზილიელ ალანსა და მოლდოველ რაზულოვზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული