Nogometni-magazin: გიორგი ილურიძე - "ჰაიდუკის" გმირი თუ ანტიგმირი?!

AutoSharing Option
ხორვატიის "ნოგომეტნი მაგაზინი" აანალიზებს "ჰაიდუკის" ახალწვეულის, გიორგი ილურიძის პირველ 100 დღეს ახალ კლუბში.

სტატიის სათაურია: "თარგმანში დაკარგული". ჟურნალის მიხედვით, ილურიძე ისე ვერ თამაშობს, როგორც ეს გორის "დილაში" გამოსდიოდა.

* * *
"როგორი იყო მისი ტრანსფერი - წარმატებული თუ წარუმატებელი?" - სვამს კითხვას ჟურნალი, თუმცა ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა და აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ ნაადრევია.

"სუსტი თამაში "ოსიეკთან", მაგრამ კარგი გამოსვლა "თეთრების" წინააღმდეგ. მოკლედ, იყო თუ არა ილურიძის ქართული გაბრწყინება ილუზია? ჩვენ გვეგონა, პოტენციური "გალაქტიკო" ვიყიდეთ".

აგვისტოში ვენის "რაპიდი" და
"ჰაიდუკი" - ორივე ეთამაშა "დილას" და ორივეს განსაკუთრებით მოეწონა "დილას" 10-იანი. თუმცა იენს ანდერსონმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ცხვირწინ ააცალა ილურიძე "რაპიდს".

ილურიძის გამო კლუბმა ჩაშალა უკვე შეთანხმებული კონტრაქტი დეიან ბლაჟევსკისთან. ქართველი ნამდვილი ვარსკვლავის შესაფერის გასამრჯელოს იღებს წელიწადში - 100 ათას ევროს, რაც "ჰაიდუკის" მაქსიმუმია.

და თავად ფეხბურთელიც მოწადინებული იყო "ჰაიდუკში" გადმოსვლით.

ჯერჯერობით "ჰაიდუკში" იმედგაცრუება სუფევს, თუმცა ფაქტია, ფეხბურთელს ადაპტაცია ბოლომდე არ გაუვლია. საქმეში ჩაერია ტრავმებიც. ხორვატიაში თამაშისას ილურიძემ ორჯერ მიიღო ტრავმა.

ტრავმების გამო ქართველი ვერც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარა.

სპეციალისტი სტანკო პოკლეპოვიჩი ამბობს, რომ ეს შემოდგომა, ძირითადად, ბრწყინვალე იყო "ჰაიდუკისთვის".

"ის, რომ ილურიძე ცოტას მოისუსტებს, არ არის პრობლემა. მთავარია, ტუდორმა მას სწორი პოზიცია უპოვოს და ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს მწვრთნელი.

მიუხედავად ამისა, მისი ტალანტი კითხვას არ ბადებს".

* * *
ზემოთ რასაც გაეცანით, ყველაფერი ხორვატიული ჟურნალის დასკვნაა, ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ კვირას გიორგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა ხორვატიულ კარიერაში, მისი "ჰაიდუკი" ზაგრების "დინამოს" ესტუმრა და არ დამარცხდა - 2:2.

შედეგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენებური შეცვალეს და მეორე გოლი სწორედ მისმა შემცვლელმა გაიტანა...

ასევე იხილეთ:
"ჰაიდუკი": ქართულ მხარეს ვაცნობეთ, რომ ილურიძე რეაბილიტაციის კურსს გადის
მკითხველის კომენტარები / 2 /
ილურიძის გამო კლუბმა ჩაშალა უკვე შეთანხმებული კონტრაქტი დეიან ბლაჟევსკისთან. ქართველი ნამდვილი ვარსკვლავის შესაფერის გასამრჯელოს იღებს წელიწადში - 100 ათას ევროს, რაც "ჰაიდუკის" მაქსიმუმია.

და თავად ფეხბურთელიც მოწადინებული იყო "ჰაიდუკში" გადმოსვლით.

BMW იყიდე-თქო? ჰკითხოს ჟურნალისტმა ამდენ მარჩიელობას და გაიგებს რაშიც არის საქმე.
ოდალა
21:44 02-12-2013
0
ჯერ ენაც არ ეცოდინება გუნდსაც უნდა შეუთამაშდეს, აცადონ და ყველაფერი გამოუვა.
თოკა
18:32 02-12-2013
0

სიახლეები პოპულარული