კიევის "დინამომ" ქართველი ფეხბურთელები გაუშვა

AutoSharing Option
ფოტოზე: დედაქალაქურ გუნდში მხოლოდ ბადრი აქუბარდია დარჩა, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი

კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობასა და "დინამო 2"-ში რამდენიმე ქართველი ირიცხებოდა: მცველები ბადრი აქუბარდია, დავით იაშვილი და თემურ ფარცვანია.

ეს უკანასკნელი ზუგდიდელი ბიჭია და ბევრსაც მიაღწია - 21 წლის ასაკში უკრაინის ასაკობრივ (17, 19-წლამდელებში და ახალგაზრდულ) ნაკრებებში 45 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

მაგრამ კიევის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომაზე ზაპოროჟიეს "მეტალურგში" იჯარით გაუშვეს. ზაფხულში შეთანხმებას ვადა ამოეწურა და ფარცვანია
უკეთეს კლუბში გადასვლას იმედოვნებდა. საბოლოოდ, ისევ ზაპოროჟიეში დაბრუნება მოუხდა.

კიევური კლუბი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრს, დავით იაშვილსაც შეელია. კლუბის ვებგვერდის ცნობით, ზედ სეზონის დაწყებამდე "დინამოდან" ოთხი ფეხბურთელი წავიდა და ოთხივე თავისუფალი აგენტის სტატუსით - მათ შორის იაშვილიც იყო, ვისაც ახალი კლუბი უნდა მოეძებნა.

არადა, ის კიევურ გრანდში 2012 წლის დეკემბერში კიევის "ობოლონიდან" გადავიდა და სულ რაღაც ერთი თვის წინათ უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" განაცხადა, ძირითად გუნდში გადასვლას ვიმედოვნებო.

დათო თბილისშია დაბადებული და როგორც თავად ამბობს, "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, უკრაინაში კი 15 წლისა გადავიდა. წესით, ეს ბიჭი ქართული ლიდერებისთვის საინტერესო მცველი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ისევ უკრაინელებმა იაქტიურეს და დათო კარიერას უკრაინის მეორე ლიგის "ობოლონ-ბროვარში" გააგრძელებს. ეს კლუბი ახლახან ჩამოყალიბდა და უკრაინის მეორე ლიგაში ითამაშებს. რეალურად კი, შარშან დაშლილი კიევის "ობოლონის" ბაზაზე აღმოცენდა.

გუნდში მხოლოდ ბადრი აქუბარდია დარჩა, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. აქუბარდია "დინამო 2"-ის წევრია.

სხვათა შორის, უკრაინულმა გამოცემა "ფუტბოლკლუბმა" ზაფხულში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ეწერა, რომ კლუბს უკრაინის ნაკრების წევრი, ევგენი ხაჩერიდი ტოვებდა და მის ერთ-ერთ სასურველ შემცვლელად სწორედ აქუბარდია დაასახელა.

"კიეველებმა თავდასხმის პრობლემები მოაგვარეს. ახლა დაცვის ჯერია, რადგან, როგორც ამტკიცებენ, ევგენი ხაჩერიდის სურს წასვლა. ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი?

სავარაუდო კანდიდატურები უკრაინის ჩემპიონატში მრავლად მოიძებნებიან. მაგალითად, "დინამო 2"-ის მცველი ბადრი აქუბარდია. მას შეუძლია ითამაშოს მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზეც. ეთნიკურად ქართველი უკრაინული პასპორტის მფლობელია. 4 წლის იყო, მისი ოჯახი უკრაინაში რომ დასახლდა. კიევის "დინამოს" აკადემიაში 2009 წელს ჩაირიცხა.

კიეველთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში ადგილი პირველი შეხვედრიდან მყარად დაიმკვიდრა და ღირსეულად გამოიყურება. უყვარს და ეხერხება შეტევაში ჩართვა. ერთხელ მარიუპოლის "ილიჩევეცის" წინააღმდ
ეგ ძირითადი გუნდის განაცხადშიც მოხვდა. არის უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი.

აქუბარდია ბავშვობაში საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ და სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ 20 წლის ქართველს "ნათელი გონება", მოედნის ხედვა და თავით კარგად
თამაშის უნარი გამოარჩევდა", - წერს "ფუტბოლკლუბი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული