ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძე "ქაირათის" მწვრთნელობიდან გადადგა

AutoSharing Option
მას მერე, რაც ყაზახურმა "ქაირათმა" ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, გუნდის 48 წლის თავკაცი კახა ცხადაძე გადადგა.

ყაზახური კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი მწვრთნელი არავის გადაუყენებია, არამედ, საკუთარი ინიციატივით გადადგა. კლუბმა მას დარჩენა და მუშაობის გაგრძელება სთხოვა, თუმცა ცხადაძის გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

ცხადაძემ "ქაირათი" 2016 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
ასევე დაგაინტერესებთ