ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი გუშინ: კვირკველიას გოლი, გვილია და ჯიღაური კი ლიგას აგრძელებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია ორივე ქართველი ფეხბურთელის კლუბმა. ოღონდ, ეგ იყო, რომ მინდორზე არცერთი ჩვენებური არ გამოჩენილა, თუმცა მათი წარმატება მაინც სასიხარულოა.

მაგალითად, ვაკო გვილიას ბატე-მ ბელარუსში ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ერევანში 3:1 მოუგო "ალაშკერტს". გამოჯანმრთელებული ქართველი ბატე-ს სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

შვედური ფრის (1:1) შემდეგ მაკედონიურმა "ვარდარმა" შინ სენსაციურად მოუგო (3:1) შვედეთის ჩემპიონ "მალმიოს" და შემდგომ სტადიაზე გააგრძელებს ბრძოლას. ტრავმის გამო არ უთამაშია მაკედონიური კლუბის ქართველ ლეგიონერს, ნახევარმცველ ჯაბა ჯიღაურს.

რუსული პრემიერლიგა გოლით გახსნა საბა კვირკველიამ.
მისმა "ლოკომოტივმა" შინ 1:0 დაამარცხა ტულის "არსენალი". 57-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით გაიტანა. ამას გარდა, ის ბოლომდე მოედანზე დარჩა.

მოსკოვურ დერბიში "სპარტაკი" "დინამოს" მეტოქის მოედანზე დაუზავდა - 2:2. არადა, "სახალხო გუნდი" ორი ბურთით იგებდა. ჯანო ანანიძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"