ჯიმი ტაბიძე: მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ თავისი ახალი გუნდის, "უფას" გულშემატკივრებს სეზონის დაწყების წინ მიმართა. ვიდეო კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "უფაში" ამ ზაფხულს გადავიდა, მანამდე კი რუსეთის პრემიერლიგა "ურალის" მაისურით დააჭაშნიკა.

"მოგესალმებით, გულშემატკივრებო, უფელებო. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმით, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონი ძალიან კარგი იქნება. გვყავს შესანიშნავი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.

და აქვე მინდა მადლობა ვუთხრა საფეხბურთო კლუბ "ურალს" იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის
გააკეთა", - ამბობს ტაბიძე.

"უფამ" რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. ამ გუნდის კარს რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია იცავს, მთავარი მწვრთნელი კი სერგეი სემაკია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული