თემურ ქეცბაიას "ორენბურგს" ელგუჯა ლობჯანიძეც შეუერთდა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის გუნდის, "ორენბურგის" თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კლუბში დაბრუნდა.

24 წლის ფეხბურთელი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახა, თემურ ქეცბაიას გუნდის საჩემპიონატო განაცხადში აქამდე არ ჩანდა.

შეგახსენებთ, რომ "ორენბურგმა" რუსეთის პირველი ლიგა გამარჯვებით დაიწყო - პირველ ტურში შინ "ტამბოვი" დაამარცხა (2:1), მომდევნო მატჩს კი 15 ივლისს მოსკოვში, "სპარტაკი 2"-ის წინააღმდეგ გამართავს.

ლობჯანიძემ გასულ სეზონში პრემიერლიგაში მოთამაშე "ორენბურგში" 11 მატჩი (4 ძირითადში) ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული