ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ემპოლის" ახალი გენერალური მენეჯერი: მჭედლიძე ჯერ მზად არ არის

AutoSharing Option
"ემპოლი" შეიკრიბა და სერია B-ს ახალი სეზონისთვის მზადება სამედიცინო ტესტებით დაიწყო. ვინც კი კლუბში ირიცხება, ტესტირება 10 ივლისს ყველამ გაიარა, გარდა მარსელ ბიუხელისა და ლევან მჭედლიძის.

ლიხტენშტაინერის შემთხვევაში პირად მიზეზებს ასახელებენ, თუმცა ფეხბურთელი "ინსტაგრამზე" შვებულების ფოტოებს აქვეყნებს და ყველა მის "ლას პალმასში" სავარაუდო გადასვლაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება მჭედლიძეს, "ემპოლის" ახალი გენერალური მენეჯერი ანდრეა ბუტი ამბობს, რომ მჭედლიძე ჯერ ფიზიკურად არ არის მზად ბოლომდე, რის გამოც მან ჩემპიონატის ფინალური ნაწილი გამოტოვა.

ახალმა გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ მჭედლიძე ასრულებს რეაბილიტაციის კურსს და ამის
მერე შეუერთდება გუნდს. ეს შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს.

იტალიურ მედიაში კვლავ ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, არც მჭედლიძემ ითამაშოს ამ სეზონში "ემპოლიში", მისით "ბოლონიაა" დაინტერესებული.