ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები წარმატებული გამოდგა იმ ქართველი მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უცხოურ კლუბებში გამოდიან.

- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები

ლატვიურმა "ლიეპაიამ" პირველ მატჩში "კრუზეიდერსთან" ჩრდილოეთ ირლანდიაში წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ შინ 2:0 მოუგო მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თამაზ პერტიას გაწვრთნილ გუნდში 30-ე წუთზე პენალტი გიორგი ერისთავმა შეაგდო და შეუცვლელადაც ითამაშა. ქართველების გუნდის მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიტვური "სუდავა" იქნება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესტონურმა "ფლორამ", პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, შინაც
დათმო შეხვედრა სლოვენიურ "დომჟალესთან" (2:3) და ბრძოლას გამოეთიშა. მასპინძელთაგან მე-2 წუთზე ბრწყინვალე გოლით თავი ზაქარია ბეგლარიშვილმა გამოიჩინა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი", რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე, რაკი პირველ მატჩში ლიტვური "ატლანტასისთვის" 6:0 ჰქონდა მოგებული. ყაზახურმა კლუბმა გასვლაზეც გაიმარჯვა, ოღონდ მოკრძალებული ანგარიშით - 2:1.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა ბაქოს "ინტერმა" კი შინ 2:0 მოუგო სერბულ "მლადოსტს". პირველი შეხვედრაც "ინტერის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ქაირათს" მეტოქედ ალბანური "სკენდერბეუ" ეყოლება, ბაქოს "ინტერს" - ლუქსემბურგის "ფოლა".
ასევე დაგაინტერესებთ