[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები წარმატებული გამოდგა იმ ქართველი მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უცხოურ კლუბებში გამოდიან.

- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები

ლატვიურმა "ლიეპაიამ" პირველ მატჩში "კრუზეიდერსთან" ჩრდილოეთ ირლანდიაში წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ შინ 2:0 მოუგო მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თამაზ პერტიას გაწვრთნილ გუნდში 30-ე წუთზე პენალტი გიორგი ერისთავმა შეაგდო და შეუცვლელადაც ითამაშა. ქართველების გუნდის მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიტვური "სუდავა" იქნება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესტონურმა "ფლორამ", პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, შინაც
დათმო შეხვედრა სლოვენიურ "დომჟალესთან" (2:3) და ბრძოლას გამოეთიშა. მასპინძელთაგან მე-2 წუთზე ბრწყინვალე გოლით თავი ზაქარია ბეგლარიშვილმა გამოიჩინა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი", რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე, რაკი პირველ მატჩში ლიტვური "ატლანტასისთვის" 6:0 ჰქონდა მოგებული. ყაზახურმა კლუბმა გასვლაზეც გაიმარჯვა, ოღონდ მოკრძალებული ანგარიშით - 2:1.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა ბაქოს "ინტერმა" კი შინ 2:0 მოუგო სერბულ "მლადოსტს". პირველი შეხვედრაც "ინტერის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ქაირათს" მეტოქედ ალბანური "სკენდერბეუ" ეყოლება, ბაქოს "ინტერს" - ლუქსემბურგის "ფოლა".
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ შემთხვევით აქვს არჩეული ეს ნომერი მაშინ რა თქმა უნდა ეს კრიტიკა მას არ ეკუთვნის და ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივარს, მაგრამ არაერთი ქართველი ფეხბურთელი ვიცი ვისაც შეგნებულად აქვს და ქონდათ არჩეული ეგრედ წოდებული "ჩიტირი ძევიტი" და ფეხბურთელობის დროს "ობშიაკსაც" კი აგროვებდნენ. აი მათი მართლა არ მესმის. ისე ცოტა ზრდილობას რომ მოუხმოთ და კომენტარს ადამიანურად უპასუხოთ არ იქნება ურიგო. მე არანაირი პრობლემა არც იმ დროში და არც ეხლა არ მაქვს მაგ გაგების ხალხთან, უბრალოდ ფეხბურთი და ქურდული ერთმანეთისგან ძალიან შორს უნდა იყვნენ ჩემი აზრით
ყველას
23:07 07-07-2017
0
ამათ წილისყრაში გამართლებიათ, ჩვენ რო ატლანტასი და სკენდერბეუ შეგვხვედროდნენ... და მეორე ეტაპზეც რომ ალბანეთის და ლუხემბურგის კლუბებს ხვდებიან...
Irakli apkhaidze
16:34 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული