საბა ლობჟანიძე "რანდერსის" შეკრებაზე დროულად ვერ გამოცხადდა, რადგან თვითმფრინავზე დააგვიანა

AutoSharing Option
5 ივლისს დანიური "რანდერსი", რომელშიც ახლახან "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე ჩაირიცხა, ბოლოსწინა ამხანაგურ მატჩს ითამაშებს ჩემპიონატის დაწყებამდე. მეტოქე "ჰორსენსია".

გუნდის თავკაც ოლაფურ კრისტიანსონს ძალიან სურდა ამ თამაშში საბას გამოცდა, მაგრამ ეს შეიძლება ვერ მოხდეს, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა თვითმფრინავზე დააგვიანა.

ლობჟანიძე "რანდერსში" ორშაბათს უნდა გამოჩენილიყო და მატჩისთვის მომზადებულიყო, მაგრამ თვითმფრინავს ვერ მიუსწრო.

როგორც დანიური წყარო წერს, ქართველი დღეს კოპენჰაგენში სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად უნდა ჩაფრინდეს. ასე რომ, მწვრთნელი მას საქმეში ოთხშაბათამდე ვერ ნახავს.

"იმედი მქონდა, რომ ჩვენთან ერთად ვარჯიშს მოასწრებდა,
რადგან მის თამაშს ვაპირებდი. არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება შვებულება გაუგრძელდა. კიდევ კარგი, ის მაინც კარგ ფორმაში უნდა იყოს, რადგან საქართველოში სეზონი მიმდინარეობს. "დინამოს" რიგებში მან გასულ ოთხშაბათს ითამაშა.

დიახ, ასე არ მსურდა, მაგრამ მის თამაშს მაინც არ გამოვრიცხავ, ვნახავ, როგორ ფორმაში იქნება, როცა დაბრუნდება გუნდში. შეიძლება ცოტა თამაში მაინც მოუწიოს", - განაცხადა "რანდერსის" მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
(euhhh) მაგრა ერკვევი ფეხბურთში:))))
ლაშა
11:08 06-07-2017
0
აი პროფესიონალი მალადეც//
rezo
16:03 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული