გიორგი პაპუნაშვილი: მიზანი "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში დაბრუნებაა

AutoSharing Option
ახლახან, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი 2 ივლისს სარაგოსაში ჩავიდა და თავისი ახალი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა.

პაპუნაშვილმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"აქ საოცარი გარემოა, შესანიშნავად დამხვდნენ და მადლობა მათ ასეთი დახვედრისთვის. ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, 10 ივლისიდან კი გუნდი შეიკრიბება და მეც შევუერთდები", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

გიორგიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ჩვენ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ.

მკითხველი:
- ისეთ გუნდში გადახვედი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ასპარეზობენ და მათგან ყველას აქვს ჯანსაღი პრეტენზია ძირითადში მოხვედრის. როგორ წარმოგიდგენია შენი
როლი "სარაგოსაში" და რას ელი შენი ესპანური კარიერისგან?
- ძალინ წარმატებული კარიერის მოლოდინში ვარ, ეს ყველაფერი კი დიდ შრომას საჭიროებს, რისთვისაც მზად ვარ.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ, გიო, ტრანსფერს ესპანეთის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში და წარმატებებს გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: ალბათ, გაქვს ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, ვინც კლუბში ირიცხებიან, განსაკუთრებით კი, გამოვყოფ კანს, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა "ვილიარეალის" ღირსებას და ასევე, გეორგიოს სამარასს, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა "სიტისა" და "სელტიკში". როგორი გრძნობაა და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში?
- ამ ფეხბურთელების გამოცდილება პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მათთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

მკითხველი:
- ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენი მოახერხე, რომ ევროპაში ბრუნდები. რა იქნება ამ სეზონში შენი მიზანი?
- ჩემი მიზანი "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში დაბრუნებაა!

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა აქ შეგიძლიათ - გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს პაპუნაშვილი არ გადააქციეს "სოფო ბედიად ქმრად"... :D გამგები გაიგებს.. :D
ქუთაისელი
14:42 04-07-2017
0

სიახლეები პოპულარული