ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Record : გიორგი მაკარიძემ "ბრაგაში" ტრანსფერი ჩაშალა

AutoSharing Option
პორტუგალიური Record წერს, რომ 27 წლის ქართველი გოლკიპერის, გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" აღარ შედგება.

გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" თითქმის გადაწყვეტილია

"გუშინ "ბრაგამ" თითქმის იპოვა მატეუშის კონკურენტი გოლკიპერი. "ბრაგამ" "მორეირენშესთან" მიაღწია შეთანხმებას მაკარიძის ტრანსფერზე, მაგრამ ქართველი მეკარის სახელფასო მოთხოვნამ ტრანსფერი ჩაშალა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიური მედია გუშინ ამტკიცებდა, რომ ტრანსფერი აუცილებლად შედგებოდა, ხოლო სავარაუდო ფასად 1,5 მილიონი ევრო იყო დასახელებული.

უფრო ადრე მაკარიძეს ლისაბონის "ბენფიკას" უკავშირებდნენ.