ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ემპოლი" - დონარუმა მჭედლიძის ნაცვლად?

AutoSharing Option
VAVEL Italia-ს ინფორმაციით, "ემპოლიში" ახალი ფორვარდი მიდის - ის "სალერნიტანას" 26 წლის გოლეადორი ალფრედო დონარუმაა.

გამოცემა წამსვლელებზეც საუბრობს: "ბუხელი შესაძლოა, "ლას პალმასში" გადავიდეს, დე ძერბი და პუჩარელი, შესაბამისად, "სამპდორიასა" და "სასუოლოს" სურთ, ლევან მჭედლიძეს იტალიური და უცხოური კლუბები ეპატიჟებიან".

როგორც ჩანს, სერია A-დან გავარდნილი "ემპოლი" ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს, რომელშიც დიდი ალბათობით, ლევან მჭედლიძე არ იქნება.