ოფიციალურად: ჯაბა ლიპარტიამ "ანჟისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით "ანჟისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საიტის ცნობით, ლიპარტიამ უკვე მოასწრო "ანჟის" საკონტროლო მატჩებში თამაში და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

- "ანჟიში" სინჯებზე მყოფმა ჯაბა ლიპარტიამ 11-მეტრიანი განგებ ააცილა

"წარმატებებს გისურვებთ "ანჟიში", ჯაბა!", - წერია საიტზე.

Sportall.Ge

ჯაბა ლიპარტიამ პროფესიონალური კარიერა "თბილისის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ გადავიდა "ვიტ ჯორჯიაში", სადაც საქართველოს ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

2011 წლიდან ლიპარტია ლუგანსკის "ზორიას" ღირსებას იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 169
მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა. "ზორიასთან" ერთად ჯაბა უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და უკრაინის თასის ფინალისტი გახდა.

გარდა ამისა, ლიპარტიას აქვს ნათამაშები საქართველოს მთავარ და ახალგაზრდულ ნაკრებებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული