ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ხარაიშვილის აგენტი: ვადასტურებ, "ბრონდბიუსთან" მოლაპარაკებას ვაწარმოებთ

AutoSharing Option
tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, დანიური გრანდი "ბრონდბიუ" მოლაპარაკებას აწარმოებს "საბურთალოს" 20 წლის ლიდერ გიორგი ხარაიშვილთან.

"ანდერლეხტი", "ბრიუგე", "ბრონდბიუ" - გიორგი ხარაიშვილს რიგი დაუდგა
ხარაიშვილი: პირველად მესმის "ბრონდბიუს", "ანდერლეხტისა" და "ბრიუგეს" შესახებ

დანიური წყარო ირწმუნება, რომ ქართველი თვის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

დანიური გამოცემა "ბრონდბიუს" სპორტულ დირექტორ ტროელს ბეხს დაუკავშირდა, რომელმაც გუნდის კონკრეტულ სამიზნეებზე ლაპარაკი არ ისურვა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა ალექსანდარ ბურშაცმა დაადაასტურა დანიის ვიცე
-ჩემპიონის დაინტერესება ქართველი ფეხბურთელით.

- მე შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ "ბრონდბიუს" სპორტულ დირექტორთან.

- რამდენად კონკრეტულია ეს ინტერესი?
- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ "ბრონდბიუ" კარგი ვარიანტია გიორგისთვის. მას ბევრი თამაში მოუწევს და უფრო ძლიერი ლიგების მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება. ის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, 18 თვის შემდეგ "ბრონდბიუ" მას ტოპ-კლუბში გაყიდის.

- "ბრონდბიუმ" უკვე კონტრაქტი შემოგთავაზათ?
- არა.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ მედიაში გიორგი ხარაიშვილით "ანდერლეხტისა" და "ბრიუგეს" დაინტერესებაზეც წერენ. ხოლო თავად ფეხბურთელმა ჩვენს გამოცემას უთხრა, რომ არაფერი იცის ამ ინტერესებზე, ხოლო თავად "საბურთალოსთან" ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.