საბა ლობჟანიძე: "რანდერსთან" სამწლიან კონტრაქტს ვაფორმებ

AutoSharing Option
21 ივნისს საბა ლობჟანიძემ თბილისის "დინამოს" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს "ტორპედოს" კარში ჩახვეული კუთხურით (თუმცა საბოლოოდ, ავტოგოლად ჩაითვალა) დაემშვიდობა.

22 წლის ნახევარმცველი კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ "რანდერსში" გააგრძელებს...

- ჯერ ტორპედოსთან" თამაში შეაფასეთ...
- მიხარია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი თამაშები იმართება. დღევანდელმა მატჩმა აშკარად გაამართლა. მე, პირადად, დიდი სიამოვნება მივიღე. მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში და დამსახურებულად მოვიგეთ.

- თქვენი ტრანსფერის ამბავიც გაირკვა. დანიური "რანდერსის" წინადადებას დათანხმდით?
- დიახ, ასეა. კლუბს პირობებზე უკვე შევუთანხმდი, ჩავალ,
სამედიცინო შემოწმებას გავივლი და კონტრაქტსაც გავაფორმებ.

- რა ვადით?
- სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

- სხვა შემოთავაზებები გქონდათ?
- იყო ვარიანტები ესპანეთიდან, კონკრეტულად - "კორდობადან", მაგრამ ავირჩიე კლუბი, სადაც უფრო სტაბილური და კარგი გარემოა. "რანდერსის" ხელმძღვანელობაც გავიცანი... მოკლედ, არჩევანით კმაყოფილი ვარ.

- დანიაში ქართველები მაინცდამაინც წარმატებით ვერ თამაშობენ. ალბათ, ამაზე იფიქრებდით...
- მესმის, ყველაფერზე ვიფიქრე და ავწონ-დავწონე, მაგრამ საკუთარ თავის მჯერა და აუცილებლად მივაღწევ იმას, რაც მიზნად დავისახე. ჩემთვის ახლა დანიაში თამაში აჯობებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა საკუთარი თავის გჯერა ყველგან მიაღწევ წარმატებას!!!
ლაშა
14:00 24-06-2017
0
ძაან დამწყდა გული
რეზო
20:11 22-06-2017
0

სიახლეები პოპულარული