რამდენი გადაიხადა "სარაგოსამ" გიორგი პაპუნაშვილში?

AutoSharing Option
5 ივლისს გიორგი პაპუნაშვილი სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "სარაგოსას" შეუერთდება. თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც თავადვე დაგვიდასტურა.

ესპანური გამოცემა "ელ პერიოდიკო" ამტკიცებდა, რომ პაპუნაშვილის ტრანსფერში "სარაგოსას" თბილისის "დინამოსთვის" მცირე რაოდენობის ბონუსთანხის ან სხვა სახის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

ლა ლიგა 2-ის გუნდში საქართველოს ნაკრების კანდიდატის გადასვლასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "ტრანსფერმარკტმა". გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს ცნობით, "სარაგოსამ" თბილისურ კლუბს პაპუნაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვაში 300 ათასი ევრო გადაუხადა.

ზოგადად, "ტრანსფერმარკტი" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არ იყო ბრემენის ვერდერიდან რომ გამოაპანღურეს? უზრდელი და უდისციპლინო ნომერია. ამ ჭე-კლასის გუნდიდანაც გამოაგდებენ თუ არ მოეგო გონს. არ მიყვარს ქედმაღალი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხალხი. თავი დახარე და იმუშავე!
ლუკა
11:14 22-06-2017
0
ადრე დაიწერა რომ სარაგოსა დინამოს გადაუხდიდა 30%-ს როდესაც გაყიდდა პაპუნაშვილს სხვა გუნდზე, 30 000-ს ნამდვილად ჯობია, ვინ იცის რა ფეხბურთელი დააყენონ და რამდენად გაყიდონ, დინამო კი იხეირებს ამით.
fsiuuu
10:09 22-06-2017
0

სიახლეები პოპულარული