გიორგი ბერიძე: "ტორპედოს" წინააღმდეგ ქუთაისში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქის ვინაობა გაირკვა. საქართველოს თასის გამარჯვებულის პირველი მეტოქე ევროპალიგაზე სლოვაკური "ტრენჩინი" იქნება, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს.

Sportall.ge ბერიძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა. სანამ უშუალოდ მეტოქეზე ისაუბრებდა, ფორვარდმა ერთი ამბავი გვაცნობა.

"რამდენიმე დღის წინ "გენტში" დავბრუნდი, კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გავახანგრძლივე და 1-წლიანი იჯარით ისევ "ტრენჩინში" დავბრუნდი", - გვითხრა ფეხბურთელმა.

"რაც შეეხება "ტორპედოს", ამ გუნდს ვიცნობ, მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე
ნათამაშებიც მაქვს. მიმდინარე სეზონში "ტორპედო" კარგად ასპარეზობს, მათ ორ მატჩს ვუყურე და არ გვექნება იოლი შეხვედრები.

ვფიქრობ, სანახაობრივად ორივე მატჩი კარგი გამოვა. შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი.

ჩემთვის ქუთაისში მატჩი განსაკუთრებული იქნება. ჩემს ქვეყანაში ვეთამაშები ქართულ კლუბს, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ...", - დაამატა ბერიძემ.

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 29 ივნისსა და 6 ივლისს ჩატარდება. კახა ჩხეტიანის გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული