ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[მოსალოდნელი ტრანსფერი] ვაკო ყაზაიშვილი კარიერას MLS-ში გააგრძელებს?

AutoSharing Option
ჰოლანდიური gelderlander.nl ამტკიცებს, რომ ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომელმაც გასულ სეზონში ის "ლეგიაში" იჯარით გაუშვა.

გამოცემის ცნობით, ყაზაიშვილის ახალი კლუბი კალიფორნიული "სან ხოსე" იქნება, რომელიც MLS-ის ორგზის გამარჯვებულია, ამჟამად კი, 20 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და ლიდერ "კანზას სიტის" 7 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ